ეს მარშრუტი არის საფეხმავლო. ამ მარშრუტით შესაძლებლობა გექნებათ მოინახულოთ სამი ისტორიული ძეგლი:ქვათახევის მონასტერი, ლავრისხევის ეკლესია, მაღალაანთ ეკლესია და ამ უკანასკნელთან ახლოს მდებარე პატარა კოშკი.
ხანგრძლივობა: ერთ დღიანი
კატეგორია: საშუალო სირთულის
სიგრძე: X კმ
ვერტიკალი: 600 მ
ქვათახევის მონასტერი მდებარეობს შიდა ქართლში, კასპის სამხრეთით, სოფელ წინარეხიდან 7 კილომეტრის დაშორებით, მდინარე კავთურას მარჯვენა შენაკადის ორ შტოს შორის.
ლავრისხევის ეკლესია მდებარეობს შიდა ქართლში, კასპის სამხრეთით, სოფელ ლავრისხევის თავზე, 1.5 კილომეტრში.
მაღალაანთ ეკლესია მდებარეობს შიდა ქართლში, კასპის სამხრეთით, სოფელ წინარეხიდან 2 კილომეტრის დაშორებით, გზის მარცხენა მხარეს.
კოშკი მდებარეობს სამხრეთით, ოციოდე მეტრში მაღალაანთ ეკლესიიდან.
საფეხმავლო მარშრუტი
მარშრუტი იწყება სოფელ წინარეხიდან, რომელიც მდებარეობს ქართლში, კასპის სამხრეთით. სოფლამდე მისვლა შეიძლება ორი გზით: ერთი არ მისული კასპის გადასახვევიდან სოფელ კავთისხევის გავლით და მეორე, არ შესული მცხეთაში, სოფელ არმაზის, ძეგვის, ნიჩბისის და ა. შ. გავლით. (ნიჩბისიდან გზა გრუნტია).
ვისაც სარეისო ტრანპორტით სურს სარგებლობა, მათ შეუძლიათ დიდუბის ავტოსადგურიდან (საიდანაც ყაზბეგის და ფასანაურის მარშუტკები გადიან) გაყვნენ წინარეხის სამარშრუტო ტაქს, რომელიც დილის 9:00, 10:00 და 13:30 საათებში გადის. მგზავრობის ხანგრძლივობა მაქსიმუმ საათნახევარია და ღირს 2 ლარი.
თუ მძღოლს გარკვეულ თანხას დაუმატებთ, იგი გაგიყვანთ თვით მონასტრამდე, ან თუნდაც მდინარე კავთურაზე გადებულ ერთდადერთ ხიდამდე. თუ არა და, მოგიწევთ 7 კილომეტრის ფეხით გავლა. ასეთ შემთხვევაში, გზად შესაძლებლობა გექნებათ მოინახულოთ მაღალაანთ ეკლესია და მასთან სიახლოვეში მდებარე კოშკი.
ეკლესია არაა მოქმედი. ჩაკეტილი არ არის და შიგნით თავისუფლად შეიძლება შესვლა. რაც შეეხება კოშკს, იგი კარგადაა შემონახული.
რადგან, გრუნტიანი გზა ძალიან მომაბეზრებელია, შეგიძლიათ ცოტა საინტერესო გახადოთ მარშრუტი. გადაკვეთეთ მდინარე კავთურა და აუყევით მთის ფერდობს, სადაც ეგრევე წააწყდებით დამშრალ არხს, რომელიც მდინარეს გასწვრივ მიუყვება და საცალფეხო ბილიკის მაგივრობას გაგიწევთ. სამწუხაროდ ამ არხის სიგრძე მხოლოდ ორ კილომეტრამდეა და ისევ მოგიწევთ მდინარეზე უკან გადმოსვლა. (გაითვალისწინეთ, მდინარის გადალახვისას წყალში გავლა მოგიწევთ!) შემდგომ, სადღაც 20-25 წუთში, მიადგებით კავთურაზე გადებულ ერთადერთ ხიდს, საიდანაც დაიწყება პატარა აღმართი, რომლის სიგრძე დაახლოებით 2 კმ-მდეა და მის ბოლოში ქვათახევის მონასტერი მდებარეობს.
ქვათახევის მონასტერი მოქმედია. შიგნით ფოტოგრაფირება არ შეიძლება, არ შეიძლება ასევე კაბის გარეშე შესვლა, თუმცა იქვე არის შესაძლებლობა შემოიკრათ ნაჭრები და ისე შებრძანდეთ ეკლესიაში.
ამის შემდეგ იწყება აღმართები, ანუ თქვენ უნდა ახვიდეთ ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე მთის ფერდობზე. გაყევით ისევ იმ გრუნტის გზას საიდანაც მოხვედით, რომელიც მალევე შეწყდება და გეზი აიღეთ მარცხენა მხარეს, სადაც დაგხვდებათ რამოდენიმე ბილიკი, აირჩიეთ ყველაზე მარცხენა. ბილიკი არ არის საცალფეხო, იგი განიერია და როგორც ეტყობა სამხიდიანი მანქანების გაყვანილია. ადგილებში, გზა სერპანტინებს მიუყვება. ეს არის ამ მარშრუტის ყველაზე რთული მონაკვეთი, რამდენ ხანში დასძლევთ მას, თქვენზეა დამოკიდებული. აღმართის დამთავრების შემდეგ, წააწყდებით რამოდენიმე ბილიკს, რომლებიც ქვემოთ ეშვება. თითქმის ნებისმიერი მათგანი ჩაგიყვანთ ერთ პატარა მინდვრამდე. ??????? აი სწორედ მანდ არის ლავრისხევის ეკლესიაც. თუ აცდით ამ მინდორს და ჩახვედით სულ ბოლომდე, არაფერია, იქვე მდებარეობს სოფელი ლავრისხევი, სადაც შეგიძლიათ იკითხოთ მოანსტრის შესახებ, რომელიც არც ისე შორია სოფლიდან.
ლავრისხევის ეკლესია არის უმოქმედო, მაგრამ რესტავრირებულია. კარები მუდამ ღიაა. ქვემოთ მინდორში, მაგიდებია გაკეთებული, სადაც შეგიძლიათ წაიმხესოთ.
ამ ადგილიდან სოფელ ლავრისხევამდე ჩასვლა უკვე მარტივია. გაუყევით ნებისმიერ ბილიკს დაბლა და ჩახვალთ სოფელში. ხოლო, ლავრისხევიდან გასვლის შემდეგ, დაინახავთ სოფელ თელათგორს, სადაც წინარეხიდან გამოსულმა მარშუტკამ უნდა შეიაროს, თქვენ შეგიძლიათ იქვე გრუნტის გზაზევე დაელოდოთ ტრანსპორტს.
სეზონის მიხედვით, ბოლო სამარშრუტო ტაქსი წინარეხიდან 17:30-ზე გამოდის ან 18:00-ზე.
შენიშვნა: სოფელ წინარეხში სამარსუტო ტაქსების გაჩერებასთან, არის პატარა მაღაზია სადაც შეგიძლიათ საკვები პროდუქტი იყიდოთ. ასევე იქვეა წყაროც.