1. კომპლექსში შემავალი ნაგებობები
გალავანი, მთავარი კოშკი, კოშკი, ეკლესია, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები, წყალსაცავი.
2. მნიშვნელოვანი ინფორმაცია
სტრატეგიულად ციხე-დარბაზს მეტად მოხერხებული მდებარეობა აქვს – იგი გაბატონებულია ტირიფონისა და მუხრანის ველების, ლეხურისა და ქსნის ხეობის შემოგარენზე და ათეული კმ-ის სიშორიდანაც კარგად მოჩანს.
3. გეოგრაფიული მდებარეობა
საქართველო, ქართლი, კასპი.
მდებარეობს ს. ქვემო ჭალას აღმოსავლეთით, სამიოდე კმ-ზე.
4. რუკა
5. ისტორიუილი მიმოხილვა
სხვილოს ციხე-დარბაზების კომპლექსები (შემდეგში ს.ც-დ) პირველად მატიანეში X-ე საუკუნეში მოიხსენიება. კახთა ერისთავ კვირიკეს ერთგულებად სხვებთან ერთად დასახელებული ყავს ივანე და დაჩი სხვილოსნელნი. მე-XIV ს. ციხის ისტორია ზევდგენიძე-ამილახვართა გვარის აღზევებას უკავშირდება. მე-XVII ს. აქ მათი რეზიდენციაა. 1629 წელს შაჰ აბასის გარდაცვალების შემდეგ თეიმურაზ I სცადა სპარსეთის ბატონობისაგან თავის დაღწევა. ამისათვის საჭირო გახდა მეფე სვიმონ II თავიდან მოცილება. თეიმურაზმა ზურაბ ერისთავს დაავალა სხვილოს ციხეში შეპარვა და მისი მოკვლა. როსტომმა გამეფების შემდეგ 1632 წელს მოინდომა თეიმურაზ I მომხრეების იოთამ ამილახვრის გადმობირება. საწადელს რომ ვერ მიაღწია 1636 წელს ციხე იერიშით აიღო. ს.ც.-დ. ძლიერ დაზიანდა. ციხე-სიმაგრემ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ლეკების, ოსმალების და ყიზილბაშების წინააღმდეგ ბრძოლის დროს. 1742 წელს ყიზილბაშების წინააღმდეგ შეთქმული ზემო ქართლელი თავადები გივი ამილახვრის მეთაურობით სხვილოს ციხეში გამაგრდნენ და აქედან შეუტიეს ქვემო ჭალაში დაბანაკებულ მტერს და უკუაქციეს. იმავე წელს სპარსელებთან გაიმართა ახალი ბრძოლა სხვილოს ციხის მახლობლად მთებში. ქართველებმა აქაც გაიმარჯვეს და ისევ სხვილოს ციხეში გამაგრდნენ. სპარსელებმა ქვემო ქართლში გივი ამილახვრის კუთვნილი ყველა ციხე აიღეს და სხვილოს ციხეს ალყა შემოარტყეს. ციხემ გაუძლო მტრის მრავალ შემოტევას და ბოლოს მტერი იძულებული გახდა მოეხსნა ალყა. XIX საუკუნიდან სხვილოს ციხემ როგორც საფორტიფიკაციო ნაგებობამ დაკარგა თავისი მნიშვნელობა.
6. არქიტექტურული აღწერა
7. ძეგლის სტატუსი:
დაქვემდებარება უცნობია. ნაგებობები ძლიერ დაზიანებულია, კედლები ჩამონგრეულია
8. გამოყენებული მასალები
საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, V ტომი, თბილისი 1990 წ.
9. მარშრუტი
10. დამატებითი ინფორმაცია