21 апр. 2009 г.
ერთაწმინდა (XIII ს-ს I ნახ.)
1. კომპლექსში შემავალი ნაგებობები
1. ერთაწმინდის (წმ.ესტატეს)ტაძარი 2. გალავანი 3 სამრეკლო 4 სამონასტრო და სამეურნეო ნაგებობების ნაშთები
2. მნიშვნელოვანი ინფორმაცია
1610 წლიდან ერთაწმინდა გიორგი სააკაძის და მის შთამომავალთა თარხან მოურავების საგვარეულო აკლდამას წარმოადგენს. ამავე ტაძარში ინახება გიორგი სააკაძის შვილის პაატას მოკვეთილი თავი.
3. გეოგრაფიული მდებარეობა
ეკლესია მთის ფერდობზე გაშენებული სოფლის შუაგულში დგას, სამხრეთით მას ტყით დაფარული მთის კალთა დაჰყურებს.
4. რუკა
5. ისტორიუილი მიმოხილვა
ტაძრის სახელწოდება ’’ერთაწმინდა’’ დაკავშირებულია ქრისტიანული ეკლესიის მრავალმოწამე წმ. ესტატესთან, რომლის სახელზეცაა იგი ნაკურთხი. ’’ესტატე წმინდა’’ დროთა განმავლობაში ხალხის გამოთქმაში ქცეულა ’’ერთაწმინდად’’ და სოფელსაც, როგორც პლ. იოსელიანი ფიქრობს, იგივე სახელწოდება უძველესი დროიდანვე მიუღია. ამის დამამტკიცებელი უნდა იყოს უთუოდ აღნიშნული ძველი სახელწოდების მიახლოებული რედაქცია ’’ესტაწმინდა’’ - რომელიც გვხვდება ერთაწმინდასთან დაკავშირებულ ძველ ისტორიულ საბუთებში.
ძეგლის ხანგრძლივი ისტორიული ცხოვრების შესახებ არავითარი პირდაპირი ცნობა არ შემოგვრჩენია, მაგრამ არაერთი დაზიანება და რესტავრაცია, რომელიც განიცადა შენობამ - განვლილ განსაცდელთა მეტყველი მოწმეებია.შესაძლოა, სერიოზული დაზიანებანი XIII საუკუნის დასასრულს მომხდარი მიწისძვრის შედეგი იყოს, როდესაც ქართული მემატიანეს სიტყვით, ეკლესიებს გუმბათებიც არ შერჩენიათ. ადვილი დასაშვებია, რომ მძიმე განსაცდელს, რომელზეც მოგვითხრობს ’’ქართლის ცხოვრება’’, როდესაც XIV სუაკუნის დასასრულს თემურლენგმა ’’ ტფილისი აღიღო, ქართული წარსტყვევნა და შემუსრნა ყოველნი ეკლესიანი და შენებულებანი’’, ერთაწმინდაც ვერ გადაუჩა.ერთაწმინდასთან დაკავშირებული საბუთები მცირე რაოდენობითაა დაცული და თვით ეკლესიის შესახებ ისინი არაფერს გვეუბნებიან. საბუთები XVI საუკუნის მეორე ნახევარზე ადრინდელები არ არიან. უმთავრესად ეს შეწირულების ან ნასყიდობის წიგნების დამოწმებებია.
6. არქიტექტურული აღწერა
1.ტაძარი -ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (22,2 /14,3 მ) . ნაშენია კარგად გათლილი მოყვითალო ფერის ქვით. ტაძარს სამი შესასვლელი აქვს -დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. გარედან სამივე კარი სწორკუთხაა, შიგნიდან დასავლეთ და ჩრდილოეთ შესასვლელებს დიდი და ღრმა ყრუ ლუნეტები აქვთ . ძირითადი ჯვრის მკლავები კუთხის ნაწილებთან შედარებით რამდენადმე ამაღლებულია. გუმბათი თავდაპირველად უფრო ვიწრო და ამაღლებული უნდა ყოფილიყო ვიდრე ახლაა. გუმბათის ყელზე გადასვლა გუმბათქვეშა კვადრატიდან აფრებით ხორციელდება. გადამხურავი კოსტრუქცია ტაძარში ორგვარია-საყრდენი თაღებით შემაგრებული ცილინდრულიკამარა დასფერული კონქი. ზოგი ტაღი შეუსრულია. გუმბათი აღმოსავლეთით ეყრდნობაბემის კედლებს ხოლო დასავლეთით თავისუფლად მგომ ორ ბურჯს. საკურთხეველი და გვერდის ოთახები რომელიც ორ სართულად არის განლაგებული წაგრძელებულია ღრმა ბემის წყალობით . და ერთი საფეხურით შემაღლებულია. ტაძარს ბევრი სარკმელი აქვს . ისინი თითქმის ყველა თაღოვანია. გუმბათის ყელშიც თავდაპირველად 12 სარკმელი ყოფილა, ახლა მხოლოდ -რვა.
ინტერიერში კედლების დიდი ნაწილი შელესილია. ტაძრის ჩრდილოეთი მკლავის ჩრდილოეთ კედელზე გაიხსნა (1960-70წწ) მოხატულობის სამი რეგისტრი. ზედა რეგისტრში გამოსახულია ნადირობიდან დაბრუნებული წმ. ესტატე, რომელიც თავის ცოლს უმჟღავნებს სასწაულის ამბავს. აქვეა მათი ორი შვილი, ისინი სუფრასთან სხედან. მეორე რეგისტრში წმ. ესტატე თავისი ოჯახით მღვდელმთავრის წინაშე დგას. მესამე რეგისტრის კომპოზიცია საზეიმო ხასიათისაა; სადა ფონზე გამოსახულია ფრონტალურად მდგომი 4 წმინდანი.მხატვრობა შესრულებულია არა უადრეს XVII საუკუნისა.
ტაძრის ფასადები მდიდრულადაა მორთული. დეკორი 13 საუკუნის ი ნახევრით თარიღდება.
2.გალავანი- განვითარებული ფეოდალლური ხანის გვიანდელ პერიოდ განეკუთვნება.ნაგები იყო ძირიტადად ბრტყელი ნატეხი ქვით. გადმოცემით -შვიდი კოშკი ჰქონია. დღეს მხოლოდ ორი კოშკის ნაშთია შემორჩენილი დასავლეთით. ადრე გალავანი იმდენად მარალიყოფილა , რომმხოლოდ ტაძრის გუმბათი მოჩანდა გარედან. გალავანში შემონახულია სატოფურებიც-ოთხკუთხა მცირე ზომის ღიობები.
3.სამრეკლო- გალავნის ჩრდილოეთ ნაწილშია ჩართული (არ შემორჩენილა თავდაპირველი სახით). ადგილობრივ მცხოვრებთა თქმით , იგი რამდენიმე ათეული წლის წინ დაუნგრევიათ და ძველის ადგილზე ახალი , უფრო ფართო სამრეკლო აუშენებიტ ( ძველ სამრეკლოში ზარი სამრეკლოს ზარი ვერ ჩაატიეს).
ამჟამად სამრეკლოს ქვედა სართული დაფარულია მასზე მიდგმული გვიან აგებული შენობებიტ. ზედა სართული მრგვალია, ოთხი თაღოვანი ღიობით შემკული. ტაღის ქუსლებს ზემოთ კედელი აგურისაა, ხოლო თაღების შეერთების ადგილზე გადაყვანილია აფრები რასაც ეყრდნობა გუმბათი სფერული კამარა. კონუსური სახურავი დურაბით არის გადახურული.
4. სამონასტრო და სამეურნეო ნაგებობების ნაშთები არ შემორჩენილა.
7. ძეგლის სტატუსი:
მოქმედი. 19 ს-ის 2 ნახევარში ტაძარი კაპიტალურად შეაკეთეს. აღადგინეს ოთხივე ფასადის მნიშვნელოვანი ნაწილი. 1951 წ. ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები.
8. გამოყენებული მასალები
9.მარშრუტი
10.დამატებითი ინფორმაცია