21 апр. 2009 г.

ქვათახევის კომპლექსი (XII-XIII სს მიჯნა)

1. კომპლექსში შემავალი ნაგებობები
1.ეკლესია 2.გალავანი 3.კოშკი, 4.სატრაპეზო 5.სამრეკლო 6.საცხოვრებელი სენაკები

2. მნიშვნელოვანი ინფორმაცია
გადმოცემით ტაძრის საძირკველში ღვთისმშობლის სამოსლის მცირე ნაწილია ჩატანებული და ტაძარის მისსავე სახელს ატარებს. Aაქვე დავანებულია ქრისტიანული ეკლესიის უდიდესი სიწმინდე წმ.იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილი და ღვთისმშობლის მიძინების სასწაულთმოქმედი ხატი, რომლის წინაშეც უშვილო მშობლები ევედრებიან ყოვლადწმინდა დედას.
ამავე ტაძარში დაუწერია ჯვარი ქართლის მეფე ლუარსაბ II-ს დიდი მოურავის-გიორგი სააკაძის დაზე.

3. გეოგრაფიული მდებარეობა
სამონასტრო კომპლექსი კასპის რაიონში, სოფელ წინარეხიდან 5 კმ-ზე, მდინარე კავთურას ხეობაში მდებარეობს.

4. რუკა

5. ისტორიუილი მიმოხილვა
ქვათახევი ქართლის უმთავრეს მონსატრად ითვლებოდა და დიდებულტა მფარველობის ქვეშ იყო. P.იოსელიანის და ისტორიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, ქვათახევი 15 ს-მდე დედატა მონასტერყ ყოფილა, შემდეგ კი მამატა მონასტერყ დაარსებულა( თუმცა ამის დამადასტურებელი ამსალა არ არსებობს). 1386 წელს თემურ –ლენგის მორიგი ლაშქრობის დროს მონასტერი აიკლეს, “განიტაცეს ჭურჭელნი და გამოიღეს სიმდიდრენი მონასტრისა საუნჯეთა არა მცირედი, რამეთუ ფრიად მდიდარ იყო მონასტერყ იგი”, ხოლო მონასტერში თავშეფარებული “მონაზონნი, მრავალნი მამანი და დედანი, აზნაურთაგანნი და მღდელნი და დიაკონნი “ და მალულად ამოსული სოფლის მცხოვრებლები სასტიკად დაარბიეს, ხოლო შემდეგ, როდესაც ქრისტიანბის უარყოფაზე უარი მიირეს, ერთად გამოკეტეს ყველა და ტაძარი ცეცხლს მისცეს.
Dარბეული მონასტერყ შემდგომ მეფე ალექსანდრე დიდმა (1412-1442) აღადგინა. Aქედან მოყოლებული მონასტერი იმდენად წმინდად ითვლებოდა რომ იქ ქალს ფეხი აღარ დაუდგამს. 1735-1740 წლებში მონასტერყ დაიკეტა, ხოლო მონასტერში დაცული სიწმნიდეები მონასტრის ახლოს , გამოქვაბულში გადამალეს. 18 საუკუნის ბოლოს ტაძარი ისევ მოქმედი გახდა ხოლო 1809 წელს არქიმანდრიტ დოსითეოსის მეშვეობით გადამალული განძი აღმოჩენილ იქნა და კვლავ მონასტერს დაუბრუნდა.


6. არქიტექტურული აღწერა
1. ეკლესია-ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა (20,7X13,5 მ), რომელიც ორსაფეხურიან ცოკოლზე დგას. ფასადები კარგად გათლილი კვადრებით არის მოპირკეთ.ებული. აქვს ორი კარიბჭიანი შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან. დასავლეთი კარიბჭე ეკლესიას XVII საუკუნის მეორე ნახევარში მიუშენეს. ეკლესიის შიდა სივრცეს ოთხი მკლავი და მათ გადაკვეთაზე აღმართული გუმბათი ქმნის(აღმოსავლეთის და დასავლეთის მკლავები სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავებზე გრძელია. გადახურულია კამარებით). გუმბათის ყელზე გადასვლა ხდება აფრებით. სადიაკვნე და სამკვეთლო საკურთხეველს ბემის არეში უერთდებიან. რაც შეეხება სარკმლების განლაგებას: ჯვრის ყოველ მკლავში ორი მარალი და ვიწრო სარკმელია, ხოლო მათ ზემოთ -ერთი მცირე წრიული სარკმელი. სამი სარკმელი ამკობს საკურთხევლის აფსიდს, თითო პატარა სარკმელი-სადიაკვნეს და სამკვეთლოს. გუმბათის ყელში კი 12 სარკმელია გაჭრილი. ტაძარი მოახტულიყოფილა, თუმცა XIV საუკუნეში მომხდარმა ხანძარმა მთლიანად შეიწირა და ამჟამად თავდაპირველი შელესილობის დამოხატულობის კვალი გამქრალია. მოგვიანებით კედლები ხელმეორედ შელესეს.
ფასადების მორთულობის ძირითადი ელემენტი შეწყვილებული სარკმლების მოჩუქურთმებული მოჩარჩოება და მათ შორის აღმართული ჯვარია. აღსანიშნავია ,ასევე, შეწყვილებული მოჩუქურთმებული რომბები აღმოსავლეთ ფასადზე. აღმოსავლეთ ფასადზეა სამკუთხა მარალი ნიშებიც, რომელიც თავდაპირველად კონსტრუქციულ ხასიათს ატარებდა ხოლო მოგვიანებით დეკორატიულ მორთულობად იქცა.

დანარჩენინაგებობანი ჩვენამდე ნანგერევების სახიტ არის მოღწეული.

2. გალავანი -(55,4X59,2მ) რთულ რელიეფს მიუყვება, ამიტომ მისი კედლები სხვადასხვა სიმაღლისაა(2-დან 5-6 მეტრამდე). ჭიშკარი სამხრეთიტაა. დასავლეთით და სამხრეთიტ განლაგებულია სხვადასხვა დროის ნაგებობანი.

3. კოშკი –გალავანშია ჩართული,ორსართულიანია(5,5 X8,2). დგას მთავარი ტაძრის სამხრეთით. ნაგებია ნატეხი ქვით. კოშკის ორივე სართული საცხოვრებელი იყო. იგი მრავალჯერ არის გადაკეთებული და პირვვანდელი სახის დადგენა გაძნელებულია.

4. სამრეკლო – დგას ორსაფეხურიან ცოკოლზე, აგებულია 1872 წელს. გეგმით ხუთწახნაგაა, სვეტებიანი, რომელზედაც ნახევრაწრიული თაღებია გადასროლილი. აქვს პროფილირებული ლავგარდანი. გადახურულია ქვის კონუსური სახურავით.

5. სატრაპეზო – (6,7X10,2მ) დგას გალავნის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში. ნაგებია ნატეხი ქვით. დასავლეთ კედელში შემორჩენილია ორი დიდი ბუხარი. ჩრდილოეთ კედელში ერთი სწორკუტხა სარკმელია.

6. საცხოვრებელი სენაკები- გალავანზე დასავლეთიდანაა მიშენებული. თარიღდება XIX საუკუნით. წინაქვთ საერთო დერეფანი.

7. ძეგლის სტატუსი:
მოქმედი. რესტავრირებული

8. გამოყენებული მასალები


9.მარშრუტი


10.დამატებითი ინფორმაცია