21 апр. 2009 г.
რკონის კომპლექსი (VII -XVIII სს.)
1. კომპლექსში შემავალი ნაგებობები
ღვთისმშობლის ეკლესია, კარიბჭე, სამლოცველო, სატრაპეზო, კოშკი, სამრეკლო, ნათლისმცემლის ეკლესია, ერთმალიანი ხიდი, და ბერების სენაკები.
2. მნიშვნელოვანი ინფორმაცია
3. გეოგრაფიული მდებარეობა
კომლექსი მდებარეობს საქართველოში, კასპის რაიონში, სოფელ ჩაჩუბეთიდან 5 კილომეტრის მოშორებით მდინარე თეძმის მარჯვენა ნაპირზე.
4. რუკა
5. ისტორიუილი მიმოხილვა
რკონის კომპლექსის საერთო ფართია 13070 მ.
კომპლექსი სხვადასხვა პერიოდში შენდებოდა და მრავალჯერ არის გადაკეთებული. ძირითადად სამი ფენა გაირჩევა: პირველი 7 საუკუნის მეორე მეოთხედს განეკუთვნება, შემდეგი 13-14 საუკუნეების მიჯნას, სულ ბოლო ფენა კი 17-18 საუკუნეებს.
კომპლექსში შედის ღვთისმშობლის ეკლესია, კარიბჭე, ეკვდერი, სამლოცველო, სატრაპეზო, კოშკი, სამრეკოლო, ნათლისმცემლის ეკლესია კარიბჭით და ხიდით. კომპლექსში, აგრეთვე ,შედიოდა საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები.
6. არქიტექტურული აღწერა
1.. ღვთისმშობლის ეკლესია 7საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება. სამნავიანი ბაზილიკაა(18,2X12,1 მ), სამი მხრიდან შესასვლელით (ჩრდილოეთი კარი ამოქოლილია), აქვს სადიაკვნე და სამკვეთლო (პასტოფორიუმები). ნავები ერთმანეთისგან გამოყოფილია სვეტებით. სვეტებზე გადასროლილი თაღები თითქმის ნახევარწრიული მოხაზულობისაა. გადახურვა კამაროვანია. ადრეული საუკუნეებისთვის დამახასიათებელი ნალისებური თაღები, რომელიც ეკლესიას ამკობდა, ახლა მხოლოდ დასავლეთ კარის თავზე და სადიაკვნის სარკმლის შიდა მხარეს გვხვდება. ინტერიერში შემორჩენილია მცირე ფრაგმენტები გვიანი მოხატულობის, რომელიც სხვადასხვა დროსაა შესრულებული (ძირითად სივრცეში და სადიაკვნეში შემორჩენილი ფრაგმენტები 12 საუკუნეს განეკუთვნება, ეკლესიის სამკვეთლოში 17 საუკუნის მოხატულობაა, თუმცა შესასვლელის სამხრეთ წირთხლზე შესრულებული საერო პირის გამოსახულება არაუგვიანეს 10 საუკუნისაა. ეგვტერის მოხატულობა კი განვითარებული ფეოდალური ხანით თარიღდება)
2. კარიბჭე (3,8X9,5) ეკლესიას 13 საუკუნის მეორე ნახევარში მიაშენეს. კარიბჭის ცენტრალურ ნაწილში ეკვდერია, გეგმით კვადრატული , ცილინდრული კამარით გადახურული ეგვტერის იატაკი ჩანგრეულია(?). . აქვს სამი სარკმელი -ერთი აღმოსავლეთით , ორი დასავლეთით. ფასადები დეკორატიული ნახევარსვეტებიანი თაღედით არის მორთული. ნახევარსვეტების ბაზისები, კაპიტელები, თაღი და სარკმლის საპირეები მოჩუქურთმებულია.
3. ამავე პერიოდს (12 საუკუნის მეორე ნახევარი) განეკუთვნება ეკლესიის სამხრეთიდან მიშენებული მცირე ზომის (5,8X3,6 მ) სამლოცველო-დარბაზული ეკლესია. შესასვლელი დასავლეთიდან ააქვს. აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეტ კედლებში თითო სარკმელია. სამლოცველოში შემორჩენილი მოხატულობის ფრაგმენტები 13-14 საუკუნეებით თარიღდება.
სამლოცველოს ფასადები თლილი ქვითაა მოპირკეთებული და დეკორატიული თაღებით და ჩუქურთმებითაა შემკული.
4. სატრაპეზო - მთავარი ეკლესიის ჩრდილო -დასავლეთით დგას. ძირიტადი ნაგებობა 13-14 საუკუნეების მიჯნით თარიღდება. 6 საბჯენ თაღზე დაყრდნობილი შეისრული კამარით გადახურული სათავსი (5,2 X 16,6 მ). ნაგებია ნატეხი ქვით. აღმოსავლეთის მხარეს შესასვლელი არქიტრავითაა გადახურული . ერთი სარკმელი აქვს სამხრეთიტ , სამი -დასავლეთით. გადახურულია ლორფინით (ამჟამად ძლიერ დაზინაებულია(?)
5. კოშკი- სატრაპეზოდან სამხრეთ-დასავლეთით 40იოდე მეტრიტაა დაშორებული. ასევე ნატეხი ქვით ნაგები. შემორჩენილია სამი სართული. შესასვლელი მეორე სართულზეა. პირველ და მეორე სართულს თითო სარკმელი აქვს.
6.სამრეკლო, რომელიც მთავარი ეკლესიიდან ჩრდილო-დასავლეთით არის 17-18 სს თარიღდება. ორსართულიანია, შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კედლები და სახურავი დაზიანებულია. პირველი სართული მოხატული იყო.(მხატვრობა სამრეკლოს თანადროულია. ამჟამად , იმის გამო რომ ბათქაშის დიდი ნაწილი ჩამოშლილია და დანარჩენი ნაწილი ძალზე გაჭვარტლული, მოხატულობა ძნელად გაირჩევა.
მეორე სართული რვა ღია თაღზე აგურით ამოყვანილი ცილინდრული ფანჩატურია, რომელსაც გარშემო თლილი ქვის ლავგარდანი შემოუყვება. ფანჩატურში დასავლეთიდან მიშენებულ კიბეს ავყავართ. კედელში არის ნიში, რომელზედაც გარედან უფრო დიდი ნიში მუშენებიათ ე.წ ”ხატის ნიში”
7. სენაკების და სხვა ნაგებობებისგან მხოლოდ ნაშთებიღა შემორჩა, რომელიც რკონის კომპლექსში შემავალ ფერდობზეა აშენებული.
8. ღვთისმშობლის ეკლესიის (მთავარი ეკლესიის) სამხრეთით შვიდიოდე მეტრზე დგას ნათლისმცემლის ეკლესია , რომელიც 13-14 საუკუნის მიჯნით თარიღდება. ორსაფეხურიან ცოკოლზე აღმართული ეკლესია დარბაზულია (7,3 X4,3 მ), ნაგებია კარგად გათლილი ქვის სხვადასხვა ზომის კვადრებით . შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. აღმოსავლეთით და დასავლეთიტ თითო სარკმელია გაჭრილი . ორი სარკმელია სამხრეთით. დარბაზი ცილინდრული კამარიტაა გადახურული , რომლის საბჯენი თაღები პილასტრებს ეყრდნობა. . ფასადები , გარდა სამხრეთისა, საიტკენაც ღრმა ხევია, მორთულია დეკორატიული თაღედით, რომლის ნახევარსვეტების კაპიტელები და ბაზისები მოჩუქურთმებულია. ასვე მოჩუქურთმებულია სარკმლებიც.
სამხრეთით, სპეციალურად ამოყვანილ სუბსტრუქციაში გაჭრილია სამარხი. მოგვიანებით ეკლესიას დასავლეთიდან კარიბჭე (4,5 X4,8 მ) მიაშენეს.
9. რკონის ხიდი-სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მდ., თეძამზეა გადებული. ხიდი თარიღდება 12-13 საუკუნეებით. 12, 5 მ სიგრძის ნახევარწრიული ხიდი ერთი მთლიანობაა, მდინარის ზედაპირიდან 7,6 მ სიმაღლეზე გადარკალული. სიგანით 2,2 მეტრია. ნაგებია ნატეხი ქვით კირის მკვრივ დუღაბზე. ხიდის ბურჯები ბუნებრივ კლდოვან საფუძველს ეყრდნობა. ხიდი თავდაპირველი სახითაა შემორჩენილი და საქართველოს ფეოდალური ხანის ხიდების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. მნიშვნელოვანია რომ აქ გადიოდა გზა , რომელიც შიდა ქართლს თრიალეთთან აკავშირებდა.
ძეგლის სტატუსი და მდგომარეობა:
არ არის მოქმედი. ბოლოს რესტავრაცია გაუკეთდა 1972-74 წლებში.
7.ძეგლის სტატუსი და მდგომარეობა
8. გამოყენებული მასალები
საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, V ტომი, თბილისი 1990 წ.
ფოტოები:
9.მარშრუტი
10.დამატებითი ინფორმაცია