1. კომპლექსში შემავალი ნაგებობები
აქ სამი კომპლექსია: მთავარი ციხე-დარბაზის (გალავანი კოშკებით, ეკლესია, კოშკი-სამრეკლო, სასახლე), მეორე ციხე-დარბაზისა (გალავანი კოშკებით, სასახლის ნანგრევები) და ამირინდო ამილახვრის ციხე-დარბაზის.
2. მნიშვნელოვანი ინფორმაცია
აქ არის ანდუყაფარ ამილახვრის აბანო, რომელიც განთავსებულია მთავარი ციხე-დარბაზის ჩრდ-აღმ.-ით, ასიოდა მეტრზე, რუსთაველის ქუჩაზე. თარიღდება XVII ს-ით. ამჟამად სანახევროდ მიწაშია ჩამჯდარი. აუგია ანდუყაფარ ამილახვარს, რომელსაც ცოლად ჰყავდა შაჰ-აბასის შვილიშვილის ისახან ყორჩიბაშის ასული.
3. გეოგრაფიული მდებარეობა
ძეგლი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლში, კასპის რაიონის სოფელ ქვემოჭალაში.
4. რუკა
5. ისტორიუილი მიმოხილვა
ამ ციხე-დარბაზებს დიდი როლი ენიჭებოდა ლეკებისა და ყიზილბაშების წინააღმდეგ ბრძოლაში. 1728 წ. “ მოადგნენ ლეკნი ჭაკლას, მოჰკლეს ამილახორის რევაზის შვილი ერასტი და შემუსრეს ჭალა... ათასი ტყვე წაასხეს და წავიდნენ” (ვ. ბაგრატიონი). 1742 წელს დამოუკიდაბლობისათვის მებრძოლმა სპასალარმა გივი ამილახვარმა (1689-1754 წწ) ზემო-ქართლის ფეოდალთა აჯანყება მოამზადა სპარსელთა წინააღმდეგ. სხვილოს ციხეში გამაგრებული ქართველთა ჯარი გივი ამილახვრის სარდლობით შეებრძოლა ჭალაში დაბანაკებულ სპარსელთა ჯარს და უკუაქცია იგი. იგივე წელს სხვილოს ციხის თავზე მაღლა მთებში იყო კიდე ერთია ბრძოლა ყიზილბაშების წინააღმდეგ, რომელიც ქართველთა გამარჯვებით დასრულდა. ციიხეები იმდენად კარგად იყო გამაგრებული რომ, XVIII ს. 40-იან წლებში როდესაც გივი ამილახვარი ეომებოდა კახეთის მეფეს თეიმურაზ II-ს, ციხის აღება მძიმე არტილერიის გარეშე შეუძლებელი იყო .
6. არქიტექტურული აღწერა
I კომპლექსი
გალავანი კოშკებით
ეკლესია - ეკლესია ჯვარპატიოსანი აუგია გივი ამილახვრის დაკვეთით სახლთუხუცეს პაპუა ქარუმიძეს XVII 70-80 წწ. რაც დასტურდება შემორჩენილი ძლიერ დაზიანებული წარწერით.
კოშკი-სამრეკლო
სასახლე
II კომპლექსი
გალავანი კოშკებით
სასახლის ნანგრევები
III კომპლექსი
ამირინდო ამილახვრის ციხე-დარბაზი
7. ძეგლის სტატუსი და მდგომარეობა:
დაქვემდებარება უცნობია. კომპლექსში შემავალი ყველა ნაგებობა დაზიანებულია. ბევრი მათგანისაგან შემორჩენილია მხოლოდ ნანგრევები
8. გამოყენებული მასალები
საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, V ტომი, თბილისი 1990 წ.
9. მარშრუტი
10. დამატებითი ინფორმაცია