25 апр. 2009 г.

”ბირთვისები”

ბირთვისი არის ციხესიმაგრე ისტორიულ ქვემო ქართლში, ალგეთის ხეობაში-ახლანდელი თეთრი წყაროს რაიონი. (მიმდებარე ადგილებს მოსახლეობა ”ბირთვისებს” უწოდებს). პირველად ბირთვისი წყაროებში XI საუკუნეში მოიხსენიება,როდესაც კლდეკარის ერისთავმა ლიპარიტმა და ქართლის ერისთავმა ივანე აბაზას ძემ შეიპყრეს თბილისისი ამირა და ბირთვისი ჩამოართვეს. ბირთვისი აუღებელ ციხესიმაგრედ ითვლებოდა, მისი მფლობელი კი პოლიტიკურად ბატონობდა მთელს ალგეთის ხეობაზე. მიუვალ კლდეებს შორის შექმნილი ბუნებრივი სიმაგრე დაცულია ციხის კედლებით და დაახლოებით ერთ კვადრატულ კილომენტრს მოიცავს. ყველაზე მაღალ კლდეზე დგას კოშკი ”შეუპოვარი”. ციხის მისასვლელი ჩაკეტილია კარიბჭით. ციხის ნანგრევებს შორის თავდაცვით ნაგებობათა გარდა ჩანს საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების შენობები და წყალსაცავი. გვიანფეოდალურ ხანაში ბირთვისი ბარათაშვილების ფეოდალურ საგვარეულოს ეკუთვნოდა(წყარო: ქართ. საბჭ. ენციკლოპედია)