აფრა (პანდატივი)- სფერულ ზედაპირში ამოკვეთილი სამკუთხა მოხაზულობის კონსტრუქცია, რომლის მეშვეობით ხდება სწორკუთხა საფუძვლიდან გუმბათის წრიულ კონსტრუქციაზე გადასვლა. საქართველოში გავრცელებულია VIII-IXსაუკუნეებიდან ნაცვლად მანამდე მიღებული ტრომპისა.
აფსიდი(აბსიდი) - - ნახევარწრიული მოხაზულობის სადგომი, რომელიც უმეტესად გადახურულია კონქით. ქრისტიანულ ეკლესიებში აფსიდში მოთავსებულია საკურთხეველი. დასავლურ ტაძრებში ხშირად გამოშვერილია,ქართული ეკლესიებში აფსიდი უმეტესად სწორკუთხა კედლითაა დაფარული, თუმცა გვხვდება შვერილი აფსიდებიც-ნახევარწრიული (როცა გარე მოხაზულობა,იმეორებს შიდას, წახნაგოვანი (უმეტესად ხუთწახნაგა)და სწორკუთხედში მოქცეულიც.
ბაზილიკა - წაგრძელებული ფორმის სწორკუტხა უგუმბათო შენობა, რომლის ინტერიერიც სიგრძივი მიმართულებით,სვეტების ან ბოძების მეშვეობით, გაყოფილია ნავებად.შუა ნავი განაპირა ნავებზე უფრო ფართოა და მაღალი. ცენტრალური ნავი გადახურულია ორფერდა სახურავით, ხოლო განაპირა ნავების გადახურვა ცალფერდაა.შუა ნავის ზემონაწილში შესაძლოა იყოს გაჭრილი სარკლებიც. საქართველოში ცნობილია სამნავიანი ბაზილიკები(ასევე სამეკლესიანიც;როდესაც ნავების გამყოფი არის არა სვეტები არამედ ყრუ კედლები, და სადგომები ცალკე ეკლესიად აღიქმება. სხვა ქვეყნებში გვხვდება აგრეთვე ხუთნავიანიბაზილიკებიც.
გუმბათი
თაღი
კათედრალი
კამარა
კონქი
კუპელჰალე
ნავი
სტოა
სუბსტრუქცია
ტეტრაკონქი
ტრიკონქი
ტრომპი -კონსტრუქცია, რომლის მეშვეობით გუმბათის წრიული საფუძველი უკავშირდება საყრდენ კვადრატს. აქვს ნახევარი კონუსის ან მეოთხედი სფეროს ფორმა. დანიშნულება იგივე აქვს , რაც აფრას, მაგრამ ტრომპის მეშვეობით კვადრატიდან წრეზე გადასვლა ხდება არა უშუალოდ, არამედ საფეხურებად (კვადრატი-რვაწახნაგა-თექვსმეტწახნაგა-წრეხაზი). საქართველოში უმეტესად გავრცელებული იყო VI-VII სს მანძილზე
30 авг. 2009 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)